KA

ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი

კახეთში, ქალაქ გურჯაანში, 1830 წელს აშენებულ სახლში სამხედრო მუზეუმია გახსნილი, რომელიც ამერიკელი გენერლის ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობისაა.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
გურჯაანი

ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ისტორია

ჯონ მალხაზ შალიკაშვილი წარმოშობით ერთ-ერთ უძველეს ქართულ საგვარეულოს მიეკუთვნება; მუზეუმიც შალიკაშვილების საგვარეულო სახლშია მოწყობილი.  

მამამისი, თავადი დიმიტრი შალიკაშვილი, 1918-21 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ოფიცერი იყო. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ პოდპოლკოვნიკი შალიკაშვილი, მეუღლესთან ერთად, ემიგრაციაში პოლონეთში წავიდა, სადაც მათ ორი ვაჟი - ოთარი და მალხაზი და ქალიშვილი გეილი შეეძინათ. 1952 წელს ოჯახი აშშ-ში გადასახლდა. მაშინ მომავალი გენერალი 16 წლის იყო. 1958 წელს ჯონ მალხაზი ამერიკის არმიაში შევიდა და მისი ბრწყინვალე კარიერა დაიწყო.

გენერალ შალიკაშვილს არაერთხელ ურჩიეს, გვარი გადაეკეთებინა, რადგან ის ძნელად გამოსათქმელი იყო, მაგრამ არც ჯონს და არც მის ძმას ოთარს, ასევე ამერიკის არმიის ოფიცერს, გვარი არც შეუცვლიათ და არც შეუმოკლებიათ. ჯონ მალხაზ შალიკაშვილს მუნდირზე, მკერდთან, სიცოცხლის ბოლომდე ეწერა: SHALIKASHVILI.

რას ნახავ მუზეუმში?

2005 წელს გენერალმა მუზეუმს თავისი ჯილდოები და სამხედრო მუნდირი უსახსოვრა. მუზეუმში დაცულია ძმები შალიკაშვილების პირადი ნივთები, ჯილდოები, საქართველოს სამხედრო წარსულის ამსახველი დოკუმენტაცია და ფოტომასალები. ერთი საგამოფენო დარბაზი დათმობილი აქვს შალიკაშვილების გვარის ისტორიას XV საუკუნიდან დღემდე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა