KA
Kvabiskhevi church

ქვაბისხევის ეკლესია

ბორჯომის ხეობა სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს და ის ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. მის ხეობაში, სოფელ ქვაბისხევის მახლობლად, მაღალი კლდის ფერდობზე მდგარი ეკლესია დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ბორჯომი

ქვაბისხევის ეკლესიის არქიტექტურა

„ქვაბისხევის ღვთისმშობელი“ VIII-IX საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა და კლდის ლოდებისგან არის აგებული. სამხრეთის ნავის შესასვლელი კარის თავზე ხელაპყრობილ ფიგურას ნახავ, რომელსაც ასომთავრული წარწერა აქვს - „წინ“.
ეკლესიის მხატვრობა XII-XIII საუკუნეებისაა. ერთ კედელზე საერო ტანსაცმელში ჩაცმული ქალი და მამაკაცია გამოსახული. ორივე მათგანს ხელები ცისკენ აქვს აპყრობილი და იქვე ასომთავრულით აწერია - „შოთაი“ და „იაი“.

ქვაბისხევის ეკლესიის ისტორიული წარსული

ვინაიდან ეკლესია ისტორიულ მესხეთში, დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მშობლიურ კუთხეში მდებარეობს, ვარაუდობენ, რომ ფრესკაზე პოეტი და დედამისი არიან გამოსახულნი. თუმცა, მეორე ვერსიით, ფრესკაზე ადგილობრივი ფეოდალური გვარის - თორელთა წარმომადგენლები უნდა იყვნენ.

მონასტრის ქვემოთ კლდეში მოწყობილი სამალავებია, რაც იმას მოწმობს, რომ აქ მტრის შემოსევები უცხო არ ყოფილა. 

ამჟამად ეკლესია წმინდა მარიამის მიძინების სახელობისაა. მას მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა