ქსნის ერისთავთა ყოფილი სასახლე XVII ს-ის დასაწყისის ხუროთმოძღვრული ანსამბლია, რომელიც XIX ს-ში ამპირის სტილით გადააკეთეს. საბჭოთა მმართველობის დროს სასახლეში სკოლა და სპორტული დარბაზი ფუნქციონირებდა.
სასახლეში განთავსებულ მუზეუმში დაცულია ქსნის ხეობაში აღმოჩენილი წინარე და ადრე ანტიკური ხანის არტეფაქტები: საბრძოლო იარაღი, სამკაულები, ნუმიზმატიკური კოლექცია, XVIII-XIX სს-ის მოჭიქული კერამიკა და XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა.
2006 წელს მუზეუმ-ნაკრძალს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
2008 წლის მოვლენების შემდეგ კი მუზეუმ-ნაკრძალი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.