KA
Kutaisi Synagogue

ქუთაისის სინაგოგა

მრავალეროვან ქუთაისს ებრაელთა ცხოვრების ისტორია კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. საქართველოში ებრაელთა შემოსვლა ათასწლეულებს ითვლის, თუმცა ქუთაისში მათი დასახლების შესახებ პირველი ოფიციალური ცნობები 1644 წლიდან მოგვეპოვება.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

ებრაელთა უბანი ქუთაისში, ძველი შაუმიანის, ახლანდელი გაპონოვის ქუჩასა და მწვანეყვავილას შორის არის გაშენებული. სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობს სამი სინაგოგა, რომლებიც XIX-XX საუკუნეებს მიეკუთვნება.

ქალაქში ებრაელთა ყველაზე ძველი სამლოცველო 1852 წელსაა აგებული, მაგრამ გამორჩეულია 1886 წელს აგებული „დიდი სამლოცველო“, რომელიც საქართველოს სინაგოგებს შორის სიდიდით მეორეა. მის გვერდით, ბორის გაპონოვის ქუჩის #12-შივე დგას შედარებით პატარა სინაგოგა, თავისივე დამხმარე ნაგებობებით. ეს სალოცავი 1912 წელსაა აშენებული. აქ ასწავლიდნენ ივრითს, ატარებდნენ სხვადასხვა იუდეურ რიტუალს, მის ფურნეში აცხობდნენ მაცას.

ქუთაისის მთავარი სინაგოგა, რომელიც  „ზედა ლოცვად“ ან „მწვანე ყვავილის ლოცვად“ იწოდება, საკმაოდ დიდი ზომის ნაგებობაა. მისი მოპირკეთებული ფასადები დახვეწილი დეკორითაა გაფორმებული. ყველაზე მეტად მორთულია გაპონოვის ქუჩაზე გამომავალი ფასადი, რომელიც სამმაგი თაღედითაა დანაწევრებული. ნაგებობის ინტერიერი კი მთლიანად მოხატულია.

2014 წელს ქუთაისის მთავარი სინაგოგის შესასვლელში „ვეფხისტყაოსნის“ ივრითზე მთარგმნელის, ბორის გაპონოვის ძეგლი დაიდგა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა