KA
27 Titian Tabidze St., Kutaisi

ქუთაისი, ტიციან ტაბიძის ქ. N27

ევროპის მსგავსად, XIX საუკუნეში საქართველოშიც ფართოდ გავრცელდა ეკლექტური არქიტექტურა, რომლის შესანიშნავი ნიმუშები არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის სხვა ქალაქებშიც აშენდა, რისი კარგი მაგალითიც ქალაქი ქუთაისია.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

შენობის ისტორია

ქუთაისის გამორჩეულ შენობათა რიგს ტიციან ტაბიძის ქუჩის N27-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მიეკუთვნება, რომელიც 1882 წელს , ევგენია იურჩენკო-პრინცის დაკვეთით აშენდა. 

მთავარი ფასადი მორკალული თავსართითა და ნეობაროკული ფრონტონით სრულდება, რომლის შუაშიც უწინ საათი იყო ჩასმული. ფასადის დეკორში კარგად ჩანს მეპატრონის ინიციალები -  „ეპ“. 

1885 წლიდან სახლი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის დის, ეკატერინეს შვილიშვილის, კონსტანტინე ოლდენბურგის (1850-1906)  საკუთრება ხდება. მან შენობა გააფართოვა, ორსართულიანი ფლიგელი მიაშენა და სანქტ-პეტერბურგში გადასვლამდე, 1896 წლამდე, აქ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.   

ოლდენბურგის შემდეგ მის სახლში ჯერ ქუთაისის გუბერნატორმა დაიდო ბინა, საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდში, 1920-1921 წლებში კი, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, აქ   ქუთაისის მუზეუმი და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება იყო განთავსებული. 

ბოლშევიკების ექსპანსიის შემდეგ, 1921 წლიდან, შენობა საბჭოთა უშიშროების განყოფილებამ დაიკავა. 

შენობა დღეს

დღეს ამ შენობის ბინადარი ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების ოფისია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა