KA
Ktsia-Tabatskuri Managed Reserve

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი სამხრეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000-2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ მდინარე ქცია, ტაბაწყურის ტბა და ირგვლივ ხელუხლებელი ბუნება საოცარ სანახაობას ქმნის.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ახალქალაქი

რით არის გამორჩეული ტაბაწყურის ტბა?

ტაბაწყურის ტბა წყლის მოცულობით უდიდესია და ყველაზე წყალუხვი ტბაა საქართველოში. მისი საშუალო სიღრმე - 15 მეტრს, მაქსიმალური კი 40 მეტრს აღემატება. ეს ლურჯი ტბა, ტბაში არსებული კუნძული და მდინარე ქციის გაყოლებაზე წარმოქმნილი ჭარბტენიანი ტერიტორიები მობუდარი და გადამფრენი ფრინველებისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია.

ტაბაწყურის ტბის ფაუნა

აქ გავრცელებული ფრინველებია: შავი და თეთრი ყარყატი (Ciconia nigra and C. ciconia), რუხი წერო (Grus grus), ღალღა (Crex crex), კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), თეთრფრთიანი გარიელა (Melanitta fusca) - ეს უკანასკნელი შესულია როგორც საქართველოს, ასე საერთაშორისო IUCN-ის წითელ ნუსხაში და საქართველოში მხოლოდ ტაბაწყურის ტბაში არსებულ კუნძულზე ბუდობს. აღკვეთილი გადამფრენ წყლის ფრინველთა დასასვენებელი ადგილიცაა.

აქ ბინადრობენ მტაცებლებიც - ბექობის არწივი (Aquila heliacea) და დიდი მყივანი არწივი (Aquila clanga).

ძუძუმწოვრებიდან კი 45 სახეობაა დაფიქსირებული. მათ შორის: წავი (Lutra lutra), მგელი (Canis lupus), მელა (Vulpes vulpes), მაჩვი (Meles meles), ფოცხვერი (Lynx lynx), და სხვა.

აღკვეთილს მაღალმთიანი სოფლები - მოლითი და ტბაში შეჭრილი ტაბაწყური ესაზღვრება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა