KA
Shio Mghvime Monastery

შიომღვიმის მონასტერი

მცხეთასთან ახლოს, მტკვრის ხეობაში მდებარე შიომღვიმის ლავრის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როცა აქ ეკლესია წმინდა შიომ დააარსა - ის ერთ-ერთია სირიიდან ჩამოსულ საეკლესიო მოღვაწეთა შორის, რომელთა მიზანი საქართველოში ქრისტიანული რელიგიის განმტკიცება იყო.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

მამა შიოს ისტორია

მამა შიომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები 12 მ სიღრმის მღვიმეში გაატარა და ის აქვეა დაკრძალული. სწორედ აქედან მომდინარეობს მონასტრის სახელი - „შიოს მღვიმე“. შიოს სასაფლაო-ეკლესია წმინდა ადგილადაა შერაცხილი.

დღეს ამ ტერიტორიაზე დიდი სამონასტრო კომპლექსია, რომელიც საკულტო და საერო შენობებს მოიცავს.

რას ნახავ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე?

560-70-იან წლებში, შიოს სიცოცხლეშივეა აგებული წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი კლდეშია ნაკვეთი.

მის ჩრდილოეთით ღვთისმშობლის მიძინების გუმბათიანი ეკლესია 1103-23 წლებში მეფე დავით აღმაშენებელმა ააშენა.

კომპლექსის უკან ასზე მეტი გამოქვაბულია, რომლებსაც ბერები მტრის შემოსევის დროს თავს აფარებდნენ.

მონასტრის შემოსასვლელ კარიბჭესთან „ცრემლის წყაროს“ ნახავ - გადმოცემის თანახმად, მას საკურნებელი თვისებები აქვს.

საუკუნეების განმავლობაში მონასტერს გამუდმებით უწევდა მტრის შემოსევების გადატანა - შაჰ-აბასმა კი დავით აღმაშენებლის მიერ აგებული დიდი ტაძარი დაანგრია.

XIX საუკუნის 90-იან წლებში შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს.
დღეს აქ მამათა მონასტერია და მისი კარი ყოველთვის ღიაა.

მონასტრამდე სამანქანო გზა ტყეში გადის და ირგვლივ ულამაზესი ბუნებაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა