KA
Chvabiani Church of the Savior

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია

სვანეთი საქართველოს გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა და აქ დღემდეა შემორჩენილი X-XIII საუკუნეების 70-ზე მეტი ეკლესია და 240 კოშკი. სწორედ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჩვაბიანშია  მაცხოვრის ეკლესია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის წარსული

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია X საუკუნეში აშენებულა. ის სოფლის განაპირა მაღლობზე დგას, საიდანაც სვანური კოშკების, მულახის თემისა და უშბის ულამაზესი ხედი იშლება. ასომთავრული წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია აგებული და მოხატულია ამროლეანთა გვარის სამი ძმის – ბენდეს, ამროლასა და მიქაელის ქტიტორობით, აფხაზთა მეფის (შესაძლოა, ბაგრატ III - 978-1001 წწ.) ზეობისას და ვახტანგ ერისთავის მმართველობისას. XIII საუკუნეს მიეკუთვნება აბსიდის შუბლზე წარმოდგენილი ვედრების კომპოზიციაც.

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის ისტორიული მნიშვნელობა

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია გამორჩეულია თავისი მაღალმხატვრული და ისტორიული მნიშვნელობით, რასაც მისი არქიტექტურა და ფრესკული მხატვრობა განაპირობებს. ჩვაბიანის მოხატულობაში ერთი მხრივ მაღალი, კლასიკური სტილის ნიშნები იკვეთება, მეორე მხრივ კი - ადგილობრივი ტრადიციები, რომლებიც სვანეთის ადრეულ მოხატულობებში იჩენს თავს. 

ეკლესიის ეზოში, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული სამრეკლო დგას.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა