KA

წვირმის მთავარანგელოზის ტაძარი

წვირმის მთავარანგელოზის ტაძარი XIII-XVI საუკუნეებით თარიღდება და მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ წვირმში მდებარეობს. ეკლესია ორსართულიანი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ტაძარი აშენებულია შირმისა და ფიქლის შერეული წყობით, კირის დუღაბზე. პირველი სართული XIII საუკუნეშია აგებული, მეორე სართული კი XIV საუკუნით თარიღდება.

ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ტაძრის ქვედა ნაწილის ინტერიერში კარგადაა დაცული XIII საუკუნის ფრესკები. საკურთხეველი, დარბაზის იატაკთან შედარებით, ერთი საფეხურითაა ამაღლებული და ხის ორნამენტირებული კანკელითაა გამოყოფილი. მეორე სართულზე ასვლა დასავლეთის მხრიდან არის შესაძლებელი.

ტაძრის ფასადი შელესილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ნალესების კვალი დღეს თითქმის აღარ იკითხება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა