KA
Jandara Lake – Exceptional place for fishing

ჯანდარის ტბა - გამორჩეული ადგილი თევზაობისთვის

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ქალაქ რუსთავიდან 20 კილომეტრში მდებარეობს ჯანდარის ტბა, რომელიც საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის, თევზაობისთვის, ან, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
გარდაბანი

ამ ადგილზე წარსულში პატარა წყალსატევი იყო, XIX საუკუნის ბოლოს მტკვრიდან არხი შეიყვანეს და ტბაც გაიზარდა. ახლა ტბის სარკის ფართობი 10,6 კმ-ია, მაქსიმალური სიღრმე კი - 7,2 მეტრი.  

აქაური გეოგრაფიული არეალი საუკეთესო ბუნებრივი გარემოა ფრინველებისთვის. ნათელი ფერების გამო, თვალში მოგხვდება თეთრი ყანჩა;
გამოსაზამთრებლად ტბას ორი ათასამდე წყალმცურავი ფრინველი სტუმრობს, მათ შორისაა: წითელთავა ყვინთია, გარეული იხვი, ჭიკვარა, ქოჩორა ყვინთია, ბატასინი, ვარხვი და დიდი ჩვამა. ლელსა და ლაქაშებში ბევრია შოშია და ასევე სხვადასხვა სახის თოლიაც.

ჯანდარის ტბა საუკეთესო ადგილია სპორტულ-სამოყვარულო  თევზჭერისათვის. მნიშვნელოვანი ობიექტია თევზის რეწვისთვისაც. აქ ბინადრობს მტკვრის ნაფოტა, კობრი, ჭანარი, ლოქო, სქელშუბლა და სხვა. სულ აღწერილია თევზის 21 სახეობა.

ჯანდარის ტბის ირგვლივ იოლად შეძლებ საპიკნიკე და საკემპინგე ადგილების შერჩევას.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა