KA

ფესტივალი „JAZZ&WINE Kakheti“

ბილეთის შეძენა

წელს კახეთი მეათედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 10 ოქტომბერს, 13.00 ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას 40-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს. 
წლევანდელი ფესტივალის პროგრამა ასეთია:
14.00 და 16.00 ამფითეატრის სცენა დაეთმობა ჯგუფს SUGARPIE & THE CANDYMEN ფესტივალის სტუმრებს კი იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.
19:00  ბალრუმში მსმენელის წინაშე წარსდგება  ჯგუფი FRED WESLEY GENERATIONS 
21:00  ამფითეატრის სცენაზე  SOUL TRAIN  და მისი ენერგიული მუსიკა გაჟღერდება.

თარიღი10 ოქტ, 2026
კატეგორიაკონცერტები

you might be interested in

ყველას ნახვა
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა