ქუთაისი საქართველოს სიდიდით მეორე და ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. Მას გამოარჩევს მრავალფეროვანი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა - დინოზავრის ნაკვალევი, არგონავტების მითი, UNESCO-ს დაცული არქიტექტურული ძეგლები.
ამასთანავე, ქუთაისი ქართული კინოს დაბადების ადგილია და ქალაქი ამაყობს 115 წლიანი კინემატოგრაფიული ტრადიციით, რაც პირველი ქართველი რეჟისორით, ქუთაისელი ვასილ ამაშუკელით იწყება.
Სწორედ ამიტომ, ფესტივალის მიზანია ქუთაისში კინო დააბრუნოს!
ფესტივალის ფოკუსში მოკლემეტრაჟიანი ფილმები ექცევა და მიზნად ისახავს, ახალი ტალანტებისა და ხმების აღმოჩენას კინოინდუსტრიაში. ფესტივალი ხაზს უსვამს მოკლემეტრაჟიანი კინოს მნიშვნელობასა და ღირებულებას და ცდილობს მისი პოპულარობა გამოაცოცხლოს საზოგადოებაში.
Საკონკურსო პროგრამასთან, რეტროსპექტივებთან და განსაკუტრებულ ჩვენებებთან ერთად, ფესტივალი მოიცავს ლექციებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს.