KA

ბენქსი: ლეგენდის დაბადება

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 5 წლისაა!
იხილე მეტი

ოქტომბერში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს გახსნიდან 5 წელი უსრულდება!
ამ თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმი პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას - „ბენქსი: ლეგენდის დაბადება,“ კურატორი - სტივ ლაზარიდისი.


ექსპოზიცია ასახავს მსოფლიო ვარსკვლავის, ბრიტანელი გრაფიტის არტისტის - ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე.


გამოფენა ფართო აუდიტორიისთვის 18 ოქტომბერს გაიხსნება და 4 თვის განმავლობაში დარჩება თბილისში. გამოფენას დაეთმობა მუზეუმის მესამე სართული სრულად - 11 დარბაზი. კურატორის ხედვით, დამთვალიერებელი იმოგზაურებს ბენქსის სამყაროში - დიდი არტისტის დაბადებიდან მის მსოფლიო აღიარებამდე.


ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალისგან, კულმინაცია კი იქნება ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები “მაგთიკომის პარტნიორის,” ბრიტანელი ლორდის - ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან. ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო, ავთენტური ქუჩის ჟალუზი და სხვა. ერთ-ერთ დარბაზში ბენქსის ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც. მათი ინტეგრირება განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ბენქსის თბილისურ ექსპოზიციას. ქარველი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე. წარმოდგენილი ხელოვანები ყველაზე აქტიურად მუშაობენ თბილისის ქუჩებში, მუზეუმში შექმნილი ნამუშევრები მათ ხელწერას ატარებს და რეფლექსირებს ქართულ კულტურაზე. მონაწილე არტისტები: გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, Sick’nTired.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება მუზეუმის სალაროში, სადაც SOLO Visa ბარათის მფლობელები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას 15%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

 


გამოფენის მხარდამჭერები არიან: SOLO X და Visa.
პარტნიორები: HUGE TV, კაპაროლი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

თარიღი18 ოქტ - 14 თებ
locationრუსთაველის გამზირი #7, თბილისი
კატეგორიაგამოფენა

you might be interested in

ყველას ნახვა
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა