KA

ჯინო ფერედაისი

იმისათვის, რომ მთელი წლის მანძილზე ზაფხულის დაუვიწყარი ემოციები არ მოგაკლდეთ, თბილისის ზღვაზე მდებარე თბილისის ერთადერთ აკვაპარკს - “ჯინო ფერედაისს“ უნდა ეწვიოთ.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

"ჯინო ფერედაისის" შესახებ

იმისათვის, რომ მთელი წლის მანძილზე ზაფხულის დაუვიწყარი ემოციები არ მოგაკლდეთ, თბილისის ზღვაზე მდებარე თბილისის ერთადერთ აკვაპარკს - “ჯინო ფერედაისს“ უნდა ეწვიოთ. 

16 ჰექტარზე გადაჭიმულ აკვაპარკში 10 ღია და დახურული აუზი, უამრავი სხვადასხვა სასრიალო და ჯაკუზების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. „ჯინო ფერედაისში“ შეძლებთ ისრიალოთ ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალ და საშიშ - „ტობოგანზე“, რომელიც 6 სხვადასხვა სირთულისა და სიჩქარის სასრიალოს აერთიანებს. ზაფხულში, კი სტუმრების საყვარელი გასართობი ტალღოვანი აუზია, რომელიც ზღვის ტალღების ეფექტს ქმნის.

„ჯინო ფერედაისი“ ოჯახების გართობის და დასვენებისათვის საუკეთესო ადგილია. ბავშვებისათვის უამრავ გასართობ სივრცეს აღმოაჩენთ. აქ სპეციალურ საბავშვო აუზში ბავშების სასრიალოებია განთავსებული. აკვაპარკის ტერიტორიაზე ფუნქციონრებს დაბადების დღის ცენტრი, სადაც ბავშვებს ყოველთვის დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნიან. 
ზრდასრულები დასვენებასა და განტვირთვას „ჯინო სპა და ველნეს“ ცენტრში შეძლებენ. აქ სტუმრებს უნიკალური საუნები და მასაჟის კაბინეტები დახვდებათ. სპა ცენტრის „ექსელენთ“ სივრცე კი სხვადასხვა შეკრებისა და დახურული ღონიძიების მოსაწყობად იდეალური გარემოა. 

„ჯინო ფერედაისის“ გვერდით 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო სისაიდი“ მდებარეობს. სასტუმროში კომფორტული ნომრების გარდა მაღალი სტანდარების რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცეები და აუზი დაგხვდებათ.
„ჯინო ფერედაისის“ ძირითადი ნაწილი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს და მზადაა სტუმრების გასაბედნირებლად. „ჯინო ფერედაისი“ მხოლოდ აკვაპარკი არაა, ის მთელი წლის მანძილზე დაუსრულებელი ზაფხულის სიმბოლოა.

ჯინო ფერედაისის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ესტუმრეთ: www.ginoaquapark.ge

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა