KA
State Silk Museum

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

თუ გსურს, გაიგო აბრეშუმის ამბები, საკუთარი თვალით ნახო, საიდან და როგორ იბადება ეს კეთილშობილი ქსოვილი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი აბრეშუმის მუზეუმი უნდა დაათვალიერო, რომელიც თბილისში, ცაბაძის ქუჩა №6-ში მდებარეობს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში?

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 1887 წელს დაარსდა, სადაც შესაძლებლობა გაქვს, სრული პროცესი იხილო - აბრეშუმის ჭიიდან მზა ქსოვილამდე. მუზეუმის შენობა სპეციალურად კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურისთვის აშენდა და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 

ამ მუზეუმში მოგიყვებიან, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იცოდნენ აბრეშუმის ძაფის დამზადების საიდუმლო; ასევე გეტყვიან, რომ ქართული აბრეშუმი განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა და 1850 წელს - ტუნისში, ხოლო 1862 წელს ლონდონში მოწყობილ საერთაშორისო გამოფენებზე მედლები დაიმსახურა. 1998 წელს კი ესპანეთის გამოფენაზე ევროპის ხარისხის კომიტეტის ჯილდო - პლატინის ვარსკვლავი მიენიჭა.

მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს 63 ქვეყნის ექსპონატებით. 

აქ ნახავ მსოფლიოს მეაბრეშუმეობის ქვეყნების აბრეშუმის პარკების უძველეს კოლექციას 5 000 ჯიშით და ვარიაციით; კავკასიაში ხელით დამზადებული ქსოვილების (XIX ს.), ფრანგული ჟაკარდული აბრეშუმის (XIX ს-ის 90-იანი წლები) და გერმანული მაქმანების კოლექციას (400-მდე ნიმუში).

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა