KA
Agara Monastery

აგარის მონასტერი

საქართველოში მოგზაურობისას მრავალ ლეგენდასა და დაუჯერებელ ამბავს გადააწყდები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ხალხური გადმოცემა უკავშირდება XII საუკუნეში მოღვაწე უდიდეს ქართველ პოეტს შოთა რუსთაველს - ამბობენ, რომ მას განათლება აგარის მონასტერში მიუღია. ამ მონასტრის ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი სხვადასხვა სახის შენობები, რაც იმას მოწმობს, რომ ძველ დროში აქ მართლაც ცხოვრობდნენ სამონასტრო ცხოვრებით.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ახალციხე

აგარის მონასტრის მდებარეობა

სამონასტრო კომპლექსი მდინარე ურაველის ხეობაში, მთის თხემზეა შეფენილი. სამი მხრიდან ფოთლოვანი ტყე აკრავს, ერთი მხრიდან კი - ციცაბო კლდე, რომელიც მდინარის მარჯვენა სანაპიროს გადაჰყურებს. 

ურაველში მონასტერი X საუკუნეში დაფუძნდა, თუმცა იმ ადგილას VI-VII საუკუნეებში ეკლესია უკვე ყოფილა.

აგარის მონასტრის ფრესკები

მთავარი ეკლესია ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესო ერთნავიანი ტაძარია საქართველოში (X-XI სს.); კედლებზე ალაგ-ალაგ შეიმჩნევა უძველესი მოხატულობა. ეკლესიის შესასვლელის კარის ზედა ნაწილს კი ჩუქურთმებიანი სარკმელი ამშვენებს.

ამას გარდა, სამონასტრო კომპლექსში შემორჩენილია X-XIV საუკუნეების კიდევ 4 ეკლესია - სამრეკლო, სატრაპეზო, მარანი და დამხმარე ნაგებობები. 

აგარის მონასტერი დღეს

დღეს აქ მამათა მონასტერია, სოფელ ურავლიდან კი მონასტრამდე საავტომობილო გზა განახლებულია. თავად სოფელი ურაველი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია, სადაც მიწის ზედაპირზე სამკურნალო მინერალური წყალი ამოდის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა