ეს ადგილი ბევრს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენია. აქაურობის შესახებ ჯერჯერობით იმ ადამიანებმა იციან, ვისაც გურია და ბუნებაში ფეხით მოგზაურობა უყვართ.
ხეებში ჩაფლული ჩანჩქერი საოცარი სანახავია როგორც გაზაფხულის სიმწვანეში, ისე შემოდგომის წითელ-ყვითელ ფერებში, თუმცა აკიბულას ჩანჩქერზე საფეხმავლო ტურების მოსაწყობად საუკეთესო სეზონი მაინც ზაფხულია - ამ დროს გზასაც უფრო მარტივად გაივლი და ჩანჩქერის ხეობაში საოცარი სიგრილე და სიმშვიდეც დაგხვდება.