KA
Armaztsike (Bagineti)

არმაზციხე (ბაგინეთი)

არმაზციხე სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქია, რომელიც მრავალი საუკუნის შემდეგ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ხელახლა აღმოაჩინეს. ეს ადგილი ანტიკურ პერიოდში ქართველების ყოფა-ცხოვრებაზე ბევრს გიამბობს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
რეგიონი
სტეფანწმინდა

არმაზის ციხის მდებარეობა

არმაზციხე მცხეთა-თბილისის გზატკეცილთან ახლოს, ქართლის მთაზე მდებარეობს და მისი, როგორც კულტურული, ისტორიული და სტრატეგიული ცენტრის მნიშვნელობაზე აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები მეტყველებს. 

სახელი „არმაზციხე“ ქრისტიანობის გავრცელებამდე ამ ადგილას აღმართულ არმაზის კერპს უკავშირდება, რომელიც მეფე ფარნავაზმა მთავარ ღვთაებად გამოაცხადა.

არმაზის ციხის სტრუქტურა

გალავანი, კოშკები, ბურჯები, არმაზის კერპის სადგარი, სასახლის ტიპის შენობა, მარანი, აბანო, წყალსადენი - ეს მხოლოდ ნაწილია აქ აღმოჩენილი სიძველეებისა. ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს უნიკალურ ნაგებობათა სტილი კი იმდროინდელი საზოგადოების პროგრესულობასა და კულტურაზე მიუთითებს. 

აღსანიშნავია, რომ აქ გათხრების შედეგად სამი განსხვავებული კულტურის ფენა აღმოჩნდა: ქვედა (არმაზციხე I) ძვ. წ. IV-III საუკუნეებს განეკუთვნება, შუა (არმაზციხე II) - ძვ. წ. III-I სს., ხოლო ზედა (არმაზციხე III) - I და მომდევნო საუკუნეებს.

არმაზის ციხის ისტორიული წარსული

თბილისის დაარსებამდე არმაზციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ის მეფეთა რეზიდენციის ფუნქციას ითავსებდა, მაგრამ VII საუკუნეში, მურვან ყრუს შემოსევის დროს, დიდი ზიანი მიადგა, მონღოლებისა და თურქების შემოსევების შემდეგ კი აღარც აღდგენილა.

დღეს აქ ძალიან საინტერესო საველე მუზეუმია მოწყობილი, სადაც გათხრების შედეგად გამოვლენილი ნამოსახლარის დათვალიერებას შეძლებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა