KA

აჯიკის ფესტივალი

აჯიკა ქართული პროდუქტია, რომლის ისტორიაც კოლხეთის ტერიტორიაზე, სამეგრელოსა და აფხაზეთში, სავარაუდოდ, XV საუკუნიდან იწყება. ის ცხარე სანელებლების ნაზავია, თუმცა ამ მშრალი სიტყვების უკან ხანგრძლივი ისტორია და დაუვიწყარი არომატი დგას.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ზუგდიდი

რა არის აჯიკის უნიკალური გემოს საიდუმლო?

აჯიკის მთავარი ინგრედიენტებია: წიწაკა, ნიორი, მარილი და სხვადასხვა 
სუნელი.  

მისი გემოს საიდუმლო კი დამზადების ტექნოლოგიაა. 2018 წლიდან აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც მიენიჭა;

აჯიკის ფესტივალი 

2018 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ზუგდიდში საფუძველი დაედო „აჯიკის ფესტივალს“, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა და ზაფხულში ან შემოდგომაზე იმართება. 

ფესტივალის ფარგლებში კულინარიულ მასტერკლასებსაც შემოგთავაზებენ. აქ შეგიძლია დააგემოვნო ეთნიკური კერძები, მოისმინო საქართველოს გასტრონომიული ისტორია  და, რა თქმა უნდა, გასინჯო და შეიძინო აჯიკის სხვადასხვა სახეობა: წითელი აჯიკა, მწვანე აჯიკა, მშრალი აჯიკა, ინოვაციური პროდუქტი აჯიკით; ასევე - სვანური მარილი, ტყემალი და პომიდვრის საწებელი.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა