KA
Sherif Khimshiashvili St. 9 in Batumi

ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N9

თბილისში XXI საუკუნის 10-იან წლებში მსოფლიოში ცნობილი, თანამედროვე არქიტექტორების - შინ ტაკამაცუს (ყოფილი ბიზნესცენტრი სოლოლაკის ქედზე), მიკელე დე ლუკის (შს სამინისტრო და მშვიდობის ხიდი) და მასიმილიანო ფუქსასის (იუსტიციის სახლი, მუსიკალური ცენტრი და სამხატვრო გალერეა რიყეზე) პროექტები განხორციელდა. მიუხედავად ამისა, საქართველო მსოფლიო არქიტექტურულ ასპარეზზე არა ცნობილმა უცხოელმა ოსტატებმა, არამედ ქართველმა ახალგაზრდა არქიტექტორმა გაიყვანა, რომელმაც 2013 წელს აშენებული ნაგებობით უმოკლეს ხანში მიიღო საერთაშორისო აღიარება.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

შენობის ისტორია

2013 წელს კომპანია „სოკარის“ დაკვეთით ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N9-ში არქიტექტორ გიორგი ხმალაძის პროექტით აშენდა მაკდონალდსის შენობა აუზითა და რეკრეაციული სივრცით, რომელმაც აშენებისთანავე მიიპყრო საერთაშორისო პროფესიონალების ყურადღება.  

შენობის არქიტექტურა

ბათუმის მაკდონალდსის შენობა გამოირჩევა ეფექტური მასალისა და ფორმის მქონე ორიგინალური სახურავითა და ფასადებით. ინტერიერის გეგმარება და დიზაინი კი არქიტექტორის პროფესიონალიზმსა და დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს. 

გიორგი ხმალაძის ეს არქიტექტურული შედევრი 2014 წელს მსოფლიოს ორმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ შეაფასა: ArchDaily-მ გამარჯვებულად გამოაცხადა კონკურსში „წლის საუკეთესო შენობა“, ხოლო Architizer.com-მა მსოფლიოს საუკეთესო კომერციულ დაწესებულებათა დიზაინის მქონე შენობებს შორის დაასახელა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა