KA
Batumi International Film Festival

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი

ხავერდოვან სეზონზე ბათუმში ყოფნა საავტორო ფილმების მოყვარულებისთვის ორმაგი გამართლებაა. სექტემბერში აქ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი - BIAFF იმართება.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

საავტორო და არაკომერციული ფილმები - ეს არის ის, რის ნახვასაც ამ ფესტივალზე შეძლებ და ძალიან მოგეწონება, რადგან ეს სანახაობა საკმაოდ საინტერესო იქნება. BIAFF-ს 15-წლიანი ისტორია აქვს და კინომოყვარულების იმედები ერთხელაც არ გაუცრუებია.  

2006 წელს დაარსებული ფესტივალი პირველივე ჯერზე 22 ქვეყნის 35 ფილმით გაიხსნა. მას შემდეგ სექტემბრის ბათუმი კინოზე შეყვარებული ნიჭიერი და ინტერესიანი ადამიანებით ივსება - ავტორებითა და მაყურებლებით. 

BIAFF უკვე ნაცადი პლატფორმაა კინორეჟისორების, პროდიუსერების, კრიტიკოსების საქმიანი შეხვედრების, გამოცდილებისა და სურვილების გაზიარებისთვის.   

საავტორო და არაკომერციული ფილმების ჩვენების გარდა, BIAFF ორგანიზებას უწევს კინემატოგრაფების პროფესიული უნარების განვითარებას. ფესტივალის ფარგლებში სპეციალური სამუშაო შეხვედრები და სემინარები იმართება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა