KA
Batumi Synagogue

ბათუმის სინაგოგა

საქართველო თავისი მრავალფეროვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით არაერთ ადამიანს აოცებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ, უძველესი, ქართული ტრადიციული ძეგლების გარდა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში (თბილისში, ბათუმში, ონში, სურამში, გორში, ქუთაისსა და ახალციხეში) შვიდ სინაგოგასაც შეხვდები. ასევე საინტერესოა, რომ ქართველმა ებრაელებმა, რომლებიც ქართულად საუბრობენ, ქართულ-ებრაული ენა - ყივრული შექმნეს.  
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

სად მდებარეობს ბათუმის სინაგოგა?

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ მდიდრულ, მაღალ შენობას იხილავ, სადაც ჭედური ორნამენტებით გაწყობილი რკინის გალავნის მიღმა მოჩუქურთმებული ნაგებობა მოჩანს - ხის კარითა და სიმეტრიულად ჩაწყობილი მრგვალი და ოვალური ფანჯრებით. ეს ბათუმის სინაგოგაა, რომელსაც „აშქენაზის“ ქვიან სინაგოგასაც უწოდებენ.

ბათუმის სინაგოგის ისტორია

ბათუმის სინაგოგა ამსტერდამისა და ჰააგის სინაგოგების მსგავსია და 1904 წელს ბათუმელი არქიტექტორის, სიმონ ვოლკოვიჩის პროექტის მიხედვით აშენდა.  

შენობის აგების ნებართვა XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ გასცა, როცა ადგილობრივმა ებრაელებმა მას პეტიციით მიმართეს. აშენებიდან მალევე, 30-იანი წლების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით სინაგოგა, ისევე, როგორც სხვა რელიგიების სალოცავები, დაიკეტა. 

კომუნისტების მმართველობის პერიოდში სინაგოგის შენობაში სპორტულმა საზოგადოება „სპარტაკმა“, ტანვარჯიშისა და ფარიკაობის კლუბებმა დაიდო ბინა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, 1992 წელს, შენობა ებრაელებს დაუბრუნეს და სინაგოგამ პირვანდელი დანიშნულება აღიდგინა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა