KA
Geguti Palace

გეგუთის სასახლე

ფეოდალური ხანის არქიტექტურული ძეგლი - გეგუთის სასახლე იმერეთში, ქუთაისიდან 7 კმ-ში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარეობს. 
რეგიონი
იმერეთი
რეგიონი
ქუთაისი

გეგუთის სასახლის ისტორია

ქართველ მეფეთა ზამთრის სასახლეს გეგუთში VIII საუკუნეში აუგიათ. მაშინ ეს იყო ე.წ. სანადირო სახლი ერთი დიდი, ბუხრიანი ოთახით. უკვე XII საუკუნეში აქ იდგა თითქმის კვადრატული ფორმის, 2000 კვ. მეტრი ფართობის ოთხიარუსიანი ნაგებობა, რომელსაც ირგვლივ კედლებიდან გამოწეული მასიური ბურჯები ეკრა. 

სასახლეს ჰქონია 14 მეტრი დიამეტრის, მოჭიქული კრამიტით დაფარული გუმბათოვანი გადახურვა, რომლის ნაშთის ხილვა სასახლის ტერიტორიაზე დღესაც შეიძლება. გუმბათიდან ჩამოდიოდა სინათლე დარბაზის ცენტრალურ, ჯვრის ფორმის ნაწილში და შედიოდა ირგვლივ განლაგებულ ოთახებში - საძინებელში, სალაროში, საგანძურში, სამზარეულოში, სადაც, გადმოცემის მიხედვით, უზარმაზარ ბუხარში ირემს მთლიანად წვავდნენ.  

გეგუთის სასახლეში დღემდეა შემორჩენილი ქვებით მოპირკეთებული მეფეთა აბანოს ნაკვალევი, ასევე გამავალი და შემავალი წყლებისთვის თიხის მილებით მოწყობილი სისტემის ნაშთი. 

მოგვიანებით, XIII-XIV საუკუნეებში სასახლის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ნაგებობა და კარის ეკლესია აშენდა. 

2006 წელს ქართველ მეფეთა ყველაზე დიდ რეზიდენციას - გეგუთის სასახლეს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა