KA

გორის სახელმწიფო თეატრი

ქართულ სასცენო ტრადიციებსა და ისტორიაზე საუბრისას გორის თეატრი ერთ-ერთი პირველი უნდა ვახსენოთ. ის 1845 წლიდან იწყებს არსებობას და, პრაქტიკულად, ქვეყანაში თეატრის ჩამოყალიბების პირველი მცდელობაა.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
გორი

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის ისტორია

XIX საუკუნის 50-იანებში „სცენისმოყვარეთა წრემ“ წარმოდგენების გამართვა საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში დაიწყო. მოყვარულები მრავალფეროვან სანახაობას აწყობდნენ და ამ საქმეში არც ქალების ჩართვას ერიდებოდნენ. ეს მაშინ თბილისის სცენისთვისაც კი უცხო იყო. 

თავად გორის თეატრი, რომელიც დიდი ქართველი დრამატურგის, პოეტისა და ქართული თეატრის აღმაშენებლის, გიორგი ერისთავის სახელს ატარებს, ერთი საუკუნის შემდეგ, 1934 წელს დაარსდა. შენობა მოგვიანებით, 1939 წლის დასასრულს აიგო. 

პირველი წარმოდგენა, იოსებ გედევანიშვილის დრამა „გადასასვლელზე“, გორის დრამატულ თეატრში 1940 წელს დაიდგა. 80 წლის შემდეგაც კი თეატრი აქტიურია და მრავალ ქართულ თუ უცხოურ პიესას უთმობს სცენას.  

გორის თეატრი გამორჩეულია არქიტექტურითაც. ის საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია. 

სვეტებიან შენობაში სამი სცენა ფუნქციონირებს. დიდი 400-ადგილიანია, მცირე - 123-ადგილიანი, ხოლო ექსპერიმენტული - 80-ადგილიანი. 

გორის დრამატული თეატრის ნახვა, მისი დასის სპექტაკლებზე დასწრება თეატრის მოყვარულებისთვის საინტერესო იქნება.  

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა