KA
Dariali Monastery

დარიალის მონასტერი

საქართველოში უამრავ ხუროთმოძღვრების ძეგლს შეხვდები, თუმცა პირველი, რასაც ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გადაკვეთის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე შენიშნავ, სამონასტრო კომპლექსია. ის დარიალის ულამაზეს ხეობაში, კავკასიონის მაღალ მთებს შორის, ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

დარიალის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურა

დარიალის ხეობა ანტიკური ხანის გეოგრაფებისთვისაც კი იყო ცნობილი. უძველესი დროიდან აქ ამიერ და იმიერკავკასიის დამაკავშირებელი გზა გადიოდა. ამ ისტორიულ ადგილზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. იდეა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის. 

მონასტრის მშენებლობისა და გამშვენების ყველა ეტაპზე ჩართულნი არიან აქ მოღვაწე ბერები. მათი უმეტესობა პროფესიონალი ოსტატია, მშენებლობის, მოზაიკის, ქვასთან მუშაობის თუ ჭედურობის საქმეში. პროექტი 12 სხვადასხვა ეკლესიის აშენებას ითვალისწინებს. მშენებლობის პირველი ეტაპი 2011 წელს, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ეკლესიის გახსნით დასრულდა.

სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი თავისი პროპორციებით კიდევ ერთ ქართულ ტაძარს იმეორებს, რომელიც XI საუკუნის დასაწყისში ნიკორწმინდაში აიგო. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი ახალია, არქიტექტორების გადაწყვეტილებით, ყველა შენობა ნაცრისფერ-ვარდისფერი ქვით აშენდა, რაც მონასტერს სიძველის ეფექტს ანიჭებს. 

მონასტერში გახსნილია ბიბლიოთეკა, ყველის საწარმო და ღვინის უნიკალური მარანი.

დარიალის ხეობის ბუნება

მონასტერში ყოველდღიური მსახურება მიმდინარეობს და მისი კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. კომპლექსის ეზოდან განსაცვიფრებელი ხედი მდინარესა და მის ხეობაზე, უზარმაზარ მთებზე იშლება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა