KA
Dmanisi - Home to the First Europeans

დმანისი - პირველი ევრაზიელების სამშობლო

თბილისიდან 85 კილომეტრის დაშორებით მდებარე დმანისი მსოფლიოს ცნობილი არქეოლოგების ყურადღების ცენტრშია. სწორედ აქ აღმოაჩინეს ზეზვა და მზია – პირველი ევრაზიელი ადამიანები, უფრო სწორად - ჰომინინები. ეს აღმოჩენა 1991 წელს გაკეთდა და უკვე 2000 წელს ჟურნალმა Science-მა დმანისელი ადამიანები (Homo georgicus) მსოფლიო მეცნიერებაში მომხდარ 10 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას შორის დაასახელა.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
დმანისი

დმანისის არქეოლოგიური უბნები არაერთ ისტორიულ შრეს მოიცავს. აქ ნაპოვნი ყველაზე ძველი ნივთები ქვის ხანის პერიოდის იარაღებია, რომლებიც 1,8 მილიონი წლისაა. არქეოლოგები  აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდის ასეთი მრავალფეროვანი კოლექცია მსოფლიოში არსად აღმოჩენილა. 

სანამ არქეოლოგები ამ სიღრმეებამდე ჩავიდოდნენ, სამარხებში მარტორქის კბილი იპოვეს, რამაც დმანისის ამ ნასახლარის ასაკი 1 მილიონი წლით განსაზღვრა.

XXI საუკუნეში დმანისის აღმოჩენები კიდევ უფრო გაფართოვდა - არქეოლოგებმა, სულ, 5 თავის ქალას მიაკვლიეს. მეხუთე თავის ქალას ფრაგმენტის უახლესი მეთოდოლოგიით შემოწმება 8 წელი გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში კი მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ, აქამდე უცნობი უძველესი ადამიანის ანატომია შეესწავლათ. 

დმანისის არქეოლოგიური მასალები შეგიძლია, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაათვალიერო, შემდეგ კი დმანისს ეწვიო და ისტორიულ შრეებში მოგზაურობით დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა