KA

ველოტური - ნათლისმცემლის მთა

ნათლისმცემლის საველოსიპედო ტრასა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთის თავზე მდებარე ნათლისმცემლის მთიდან იწყება და წოდორეთში სრულდება.
რეგიონი
თბილისი

მარშრუტის სპეციფიკა

თბილისიდან წოდორეთამდე სულ 9 კილომეტრია. აქ ლისის ტბის გავლით მოხვდები და მანქანით გზის დაფარვას 1 საათზე ნაკლები დასჭირდება. მაღალი გამავლობის ავტომობილით სოფელ მსხალდიდიდან პირდაპირ მთაზე მოხვედრაა შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში სამანქანო გზას ველოსიპედით გააგრძელებ. 

მარშრუტი საშუალო სირთულისაა. ტრასის სიგრძე 3 კმ-ს შეადგენს და მისი ძირითადი ნაწილი მაღალი ფოთლოვანი ტყით არის დაფარული. ეს ბილიკი კარგია იმით, რომ ნათლისმცემლის მთიდან დაშვების შემდგომ შესაძლებელია, დაშვება ლისის ქედზე გააგრძელო და ლისის ტბის მიდამოებში დაასრულო. 

ნათლისმცემლის მთის ძირში მსხალდიდის პატარა ტბა მდებარეობს. სანახაობრივად განსაკუთრებულად შთამბეჭდავია თბილისის ხედები, რომლებიც ზემოდან იშლება. 

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტის დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმე, ხარ თუ არა აღჭურვილი ტურის შესაბამისად, წამოიღე თუ არა: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები.

ველოტურისთვის შესაფერისია ყველა სეზონი, მათ შორის ზამთარიც, თუკი ის უთოვლოა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა