KA

ველოტური - პანორამების ბილიკი - მარცხენა მხრიდან პირველ თავშესაფრამდე

პანორამების ბილიკის ველოტური რთულია და ველომოყვარულისთვის მასზე დადგომა მიზანშეწონილი არ არის. ველოტურის ასაკრეფი ვერტიკალი 900 მეტრს შეადგენს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ბორჯომი

ველოტურის სპეციფიკა

ტური იწყება ბორჯომიდან. ბილიკი გადის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, შესაბამისად, საჭიროა რეგისტრაციის გავლა პარკის ტერიტორიაზე ტურისტული დაშვებისთვის. სარეგისტრაციო დოკუმენტის ჩვენება აუცილებელია პარკის ტერიტორიაზე შემხვედრი რეინჯერისთვის. რეგისტრაცია უფასოა. 

ბორჯომიდან გზას მანქანით იწყებ და მოძრაობ მანამ, სანამ ბილიკის მანიშნებელთან მიხვალ. აქ აყენებ მანქანას და გზას ველოსიპედით აგრძელებ. 

ბილიკის სიგრძე 7 კმ-ია, გადის ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის მასივებში, აქვს ტექნიკური მოსახვევები და სწრაფი სეგმენტები, რაც ტურს მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. ტყიდან გამოსვლის შემდეგ ირგვლივ ულამაზესი პანორამა იშლება. 

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტის დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმე, რამდენად სრულია შენი აღჭურვილობა, გაქვს თუ არა ყველა საჭირო ნივთი, აფთიაქი, სასმელი წყალი. 

პანორამების ბილიკის ველოტურის დაგეგმვა უმჯობესია მაისის პირველი ნახევრიდან და შესაძლებელია წლის ბოლომდე, თუკი ზამთარი უთოვლოა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა