KA
Ateshgah – Zoroastrian Fire Temple

ზოროასტრული ცეცხლის ტაძარი ათეშგა

ზოროასტრული ცეცხლის ტაძარი - ათეშგა, ძველ თბილისში, კლდისუბანში, გომის ქუჩაზე  მდებარეობს. ტაძარში შესასვლელი გომის I ჩიხიდან, საცხოვრებელი სახლის ეზოდანაა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ის სასანიდების პერიოდში, 224-651 წლებშია აგებული.  
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

ზოროასტრული ცეცხლის ტაძრის - ათეშგას ისტორია

სალოცავის სახელწოდება სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“ („ათეშ“ - ცეცხლი, „გაჰ“ - ადგილი) იღებს სათავეს და ცეცხლის საგზებელ ადგილს ნიშნავს. მას მოიხსენიებდნენ, როგორც უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე ზოროასტრულ ტაძარს. ათეშგაში ცეცხლს ხეხილის ხისგან ანთებდნენ, რადგან მის ნამწვს სასიამოვნო სუნი ასდიოდა.

ათეშგა კუბის ფორმის, აგურით ნაგები შენობაა. მისი გუმბათი ამჟამად ჩამოშლილია. ადრე კი მისი კუთხეები პილასტრებით ყოფილა დაფარული, ფასადები - ორთაღედით მორთული. რაც შეეხება ინტერიერის კედლებს, აქ შეისრულთაღოვანი ნიშებია. 

XVIII საუკუნის 20-იანი წლებიდან ზოროასტრული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, შემდეგ კი - საწყობად. გასულ საუკუნეში მას საცხოვრებლის ფუნქცია ჰქონდა. 2007-2009 წლებში, როცა ორგანიზაცია ICOMOS-მა ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია განახორციელა, ათეშგას აღდგენითი სამუშაოებიც ჩატარდა და ის დროებითი სახურავით გადაიხურა. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა