KA
The Statue of Queen Tamar in Mestia

თამარ მეფის ძეგლი მესტიაში

ვინც ცაში ატყორცნილი მთებისა და მისტიკური კოშკების ნახვაზე ოცნებობს, ღრუბლების გვერდით მცხოვრები ადამიანების გაცნობა უნდა და ორიგინალური ძეგლებიც აინტერესებს, მესტიას უნდა ეწვიოს.  
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ქართველთა ლეგენდარული მეფის, თამარის ოთხმეტრიანი ბრინჯაოს ძეგლი მესტიაში 2011 წლის დეკემბერში დაიდგა და მის ავტორად ვაჟა მელიქიშვილი სახელდება. ძეგლმა საზოგადოების ყურადღება მაშინვე მიიპყრო.  ერთმა ნაწილმა იგი წმინდანად შერაცხილი მეფის შეურაცხყოფად მიიჩნია - ქართველების ნაწილს არ მოეწონა, რომ მონარქის ცხენი მაკეს წააგავს და დედოფალი მას კვერთხს უღერებს. თუმცა, ძეგლის დამცველები ამბობენ, რომ უჩვეულო ფორმების ცხენი ძალაუფლებით დამძიმებული ახალგაზრდა, ლამაზი ქალის სიმბოლოა, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ცხოვრებით დატკბეს, სახელმწიფოს მართავს.  

თამარის მეფობის დრო, XII-XIII საუკუნეები, საქართველოს ისტორიაში „ოქროს ხანად“ მოიხსენიება. მეფე ქალმა  ქვეყნის საზღვრები შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გააფართოვა, გაატარა წარმატებული საგარეო და საშინაო რეფორმები, დააარსა შუა საუკუნეების პარლამენტი, გააუქმა სიკვდილით დასჯა, განავითარა ქვეყნის ეკონომიკა, კულტურა და მოიგო რამდენიმე მნიშვნელოვანი ომი.    

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დღეს მესტია ამ ძეგლის გარეშე ვერავის წარმოუდგენია. თამარ მეფის სახელს ატარებს ქალაქის აეროპორტიც, რომელიც ძეგლის დადგმამდე ერთი წლით ადრე გაიხსნა. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა