KA
Iuri Gagarini St. 29a, Tbilisi

იური გაგარინის ქ. N29ა, თბილისი

ინფორმაცია ამ შენობის შესახებ მსოფლიოს თითქმის ყველა მნიშვნელოვან არქიტექტურულ წიგნსა და კატალოგშია შესული. საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული „გზების სამინისტროს“ შენობა თავისი არქიტექტურითა და ურთულესი საინჟინრო-კონსტრუქციული გადაწყვეტით სამართლიანად მიიჩნევა XX საუკუნის არქიტექტურულ შედევრად.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

როგორ გამოიყურება შენობა?

შენობა 1975 წელს აშენდა არქიტექტორების - გიორგი (გოგი)  ჩახავასა და ზურა ჯალაღონიას პროექტით. კონსტრუქციებზე თემო თხილავამ იმუშავა. 

რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ეს სრულიად ახალი ფორმისა და კონსტრუქციის, აშკარად უტოპიური არქიტექტურა, თავისუფალი და განვითარებული ქვეყნების ნაცვლად, უძრაობის ხანის საბჭოთა საქართველოში შეიქმნა.

მსგავსი კომპოზიციების იდეურ-თეორიული საფუძვლები 1920-იანი წლებიდან იღებს სათავეს - ეს იყო კაზიმირ მალევიჩის შედგენილი არქიტექტურული მაკეტები და ელ ლისიცკის ჰორიზონტალური ცათამბჯენები. 

იდეური მსგავსება თვალსაჩინოა მსოფლიოს ცნობილი არქიტექტორების - იონა ფრიდმანის, არატა ისოძაკის, კიშო კუროკავას, კენძო ტანგეს, მოშე საფდისა და რიკარდო ბოფილის შემოქმედებასთან. 

ყოველივე ამის ცოდნა და გააზრება ავტორთა მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და პროფესიულ სიძლიერეზე მიუთითებს. საბჭოთა რეჟიმის პირობებში მათ რეალურად მომავლის არქიტექტურა შექმნეს, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ჯეროვნად დააფასა.

შენობა დღეს

გზების ყოფილი სამინისტროს შენობაში ახლა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური ორგანიზაციის - „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა