KA
Tbilisi, Lado Gudiashvili Square 2

ლადო გუდიაშვილის მოედანი N2

თბილისის ისტორიულ უბნებში არსებული, მრავალჯერ დანგრეული, თავიდან აშენებული ან გადაკეთებული ძველი სახლები თავად გვიყვებიან საკუთარ თავგადასავალს. სწორედ ასეთ ნაგებობათა სიმრავლე განაპირობებს ქალაქის ისტორიული ურბანული ქსოვილის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებასაც. 
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

შენობის ისტორია

თბილისის ერთ-ერთი ძველი სახლია ისტორიულ კალაში მდებარე შენობა, რომლის მისამართია ლადო გუდიაშვილის მოედანი N2. ბევრი თბილისელი მას დღესაც „ლერმონტოვის სახლს“ უწოდებს, ამ შენობაში ერთხანს რუსული არმიის შტაბი, ჰაუპტვახტი და ოფიცერთა სასტუმრო ყოფილა განთავსებული, სადაც 1838 წელს ღამე გაუთევია ცნობილ რუს პოეტ მიხეილ ლერმონტოვს (1814-1841); 

ამ შენობაში ასევე დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს მწერალთა კავშირის გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქცია მუშაობდა. გაზეთი 1931 წლის ნოემბრიდან გამოდის თბილისში. 

თუმცა, აივნების ფერის გავლენით, ადგილობრივები მას ხშირად „ცისფერ სახლსაც“ ეძახიან.

შენობის ნაწილები სხვადასხვა დროსაა აშენებული, მარჯვენა - 1830-იანი, ხოლო მარცხენა 1850-იანი წლებით თარიღდება, აგურის კამარების მქონე სარდაფი კი სახლზე ბევრად  ძველია. 

XIX საუკუნეში შენობა რუსეთის იმპერიის სამხედრო მოსამსახურეების შტაბისა და სასტუმროს ფუნქციას ითავსებდა. 

შენობის არქიტექტურა

ამ სახლის ფასადი მოიცავს იმდროინდელ თბილისში დამკვიდრებულ თითქმის ყველა ძირითად სტილს, დეკორსა თუ  არქიტექტურულ-კონსტრუქციულ გადაწყვეტას: ე.წ. „რუსულ კლასიციზმს“, თბილისურ ხის ტრადიციულ აივნებსა და ისლამური კულტურიდან შემოსულ მუშარაბს. 

შენობა დღეს

ძველთბილისური სახლის ამ ერთ-ერთ უძველეს და გამორჩეულ ნიმუშს რამდენჯერმე ჩაუტარდა საფუძვლიანი რეაბილიტაცია, რომელთა წყალობითაც შენობა თითქმის თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა