KA
Tbilisi, Peace Bridge

მშვიდობის ხიდი

2003 წლიდან საქართველოში ეტაპობრივად განხორციელდა მასშტაბური ურბანულ-არქიტექტურული ცვლილებები. ამის ერთ-ერთი შედეგია თბილისის ისტორიულ ადგილას, მდინარე მტკვარზე თანამედროვე საფეხმავლო ხიდის მოწყობა, რომელსაც „მშვიდობის ხიდი“ ეწოდება.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

მშვიდობის ხიდის ისტორია

ხიდი, რომელიც ერეკლე II-ის ქუჩასა და რიყეს აკავშირებს, 2010 წელს აიგო იტალიელი დიზაინერისა და არქიტექტორის მიკელე დე ლუკას პროექტით.

ხიდი მთლიანად ლითონის კარკასში ჩასმული ცისფერი მინის პანელებით არის გადახურული, ამიტომ ხალხი მას დღემდე „შუშის ხიდს“ ეძახის. მისი სახურავი განათების დიზაინერის, ფრანგი ფილიპ მარტინოს მიერ შემუშავებული სისტემით ღამე 50 000 ნათურით  ნათდება. 

შენობა დღეს

„მშვიდობის ხიდი“ მუდამ სავსეა ხალხით - ადგილობრივებითა და ტურისტებით. აქედან შესანიშნავი ხედი იშლება მტკვრის ციცაბო ნაპირებზე შეფენილ ისტორიულ უბნებზე და მათ შემოგარენზე. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა