KA
Tbilisi Balneological Resort

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

გოგირდისა და მინერალური წყლების, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების მრავალფეროვნების გამო, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გთავაზობს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი?

მსოფლიოს ბალნეოლოგიური კურორტების ხუთეულში შემავალი თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი იშვიათი და უნიკალური ადგილია, სადაც ფიზიკური სიჯანსაღისა და სულიერი დასვენებისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.

აქ შემოგთავაზებენ:

ბალნეოლოგიურ პროცედურებს - გოგირდის აბაზანებს, საუნას, შარკოს, ცირკულარულ და აღმავალ შხაპს, აგრეთვე, თერმული ქვების პროცედურებს, ვულკანური წარმოშობის ტალახის აპლიკაციებს, რექტალურ გამორეცხვასა და ჰიდროკოლონოთერაპიას;

გამაჯანსაღებელ სპას - სხეულის ანტიცელულიტურ, გასახდომ, სარელაქსაციო, გამაჯანსაღებელ და ორსულთა მასაჟს, სახის გამაახალგაზრდავებელ და გამაჯანსაღებელ თერაპიებს, შუხმანის ღვინის სპასა და თალასო ვიშის;

რეაბილიტაციას - ფიზიოთერაპიას, სამკურნალო და წყალქვეშა მასაჟს, ჰიდროკინეზოთერაპიას, მშრალ დაჭიმვასა და ხერხემლის ტრაქციას.

სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი და მინერალური წყლების ირგვლივ, 200 ჰექტარზე, ბალნეოლოგიური სპა კურორტი თბილისის ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 1938 წელს გაიხსნა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა