ფესტივალის ფარგლებში თბილისისა და ქუთაისის სხვადასხვა უბანი მოიხატა. თემატიკა განსხვავებულია - აბსტრაქტული, ეკოლოგიური და სოციალური.
თბილისის მურალ ფესტივალში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ქუჩის ხელოვნების ისეთი აღიარებული არტისტები, როგორებიც არიან: გერმანიიდან Innerfields, ანდრეას ხრზანოვსკი, Aphe Noah, El Bocho, Matthias Mross, Artez, Kera (კრისტიან ჰინცი); პარიზული ჯგუფი MonkeyBird, ჰოლანდიელი მხატვარი JDL, სამხრეთ აფრიკელი არტისტი Faith47, ქართველი არტისტებიდან კი - Dante, გიორგი მასხარაშვილი, Musya, ლუკა ჯაფარიძე, v45, ირაკლი ქადეიშვილი, ზვიად ესართია და სხვა.
თბილისში უკვე ბევრი კედელია მოხატული, მათ შორის, ამ მისამართებზე:
„მურალ ფესტივალი“ თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით დაარსდა, რათა პოსტსაბჭოთა არქიტექტურა თანამედროვე ხელოვნებამ გააკეთილშობილოს.
ფესტივალის ვებგვერდის მისამართია: https://tbilisimuralfest.com/, სადაც არტისტებისა და მოხატული ლოკაციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა განთავსებული.