საკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ სტუდენტთა ნამუშევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, აშშ, არგენტინა, გერმანია, საფრანგეთი, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, უნგრეთი, ესპანეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ლატვია, ბულგარეთი, ლიეტუვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, სამხრეთ აფრიკა, ირანი, პოლონეთი და სხვ.
კინოჩვენებები თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ დიდ ეკრანზე ეწყობა. ფესტივალს საერთაშორისო ჟიური ჰყავს, რომელიც საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ-ექსპერიმენტულ ფილმს, საუკეთესო რეჟისურას გამოავლენს.
ჟიური კი ყოველ წელს სხვადასხვა კინოსკოლის წარმომადგენლებით, პედაგოგებით, რეჟისორებით კომპლექტდება.
საფესტივალო დღეების განმავლობაში ჟიურის წევრები მართავენ მასტერკლასებს, რომლებზე დასწრებაც თავისუფალია.
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი აქტიურად არის ჩართული კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის მსოფლიო პროცესში.
სტუდენტური კინოფესტივალი 1980-იან წლებში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა.