KA

თეატრი მეორე სახლი

თითქმის ორი ათეული წელია, თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N54-ში „მეორე სახლი“ თეატრის მოყვარულ პატარებს მასპინძლობს. სხვა ყველა საბავშვო თეატრისგან „მეორე სახლი“ იმით განსხვავდება, რომ აქ სცენაც მხოლოდ ბავშვებს უკავიათ და თანატოლებისთვის სხვადასხვა გმირს აცოცხლებენ.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

„მეორე სახლში“ პატარა მსახიობები სასცენო ოსტატობას, მეტყველებას, ცეკვასა და სიმღერას სწავლობენ. პატარა მსახიობები ბევრს შრომობენ იმისათვის, რომ მათი სპექტაკლების სანახავად მოსული თანატოლები კმაყოფილები და ბედნიერები გაისტუმრონ სახლებში. სპექტაკლები აქტიურად იდგმება და ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს. 

პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ თანატოლების მიერ განსახიერებული ფერია, წითელქუდა, მგელი, მონადირე და ზღაპრების სხვა გმირები. 

ბილეთების შესაძენად გირჩევ, თადარიგი წინასწარ დაიჭირო, რადგან სპექტაკლზე მოსახვედრად ბავშვები დიდი ხნით ადრე ემზადებიან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა