KA

თევზაობა პალიასტომის ტბაზე

თუ თევზაობა გიყვარს, მაშინ პალიასტომის ტბა ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო.

პალიასტომის ტბის დახასიათება

პალიასტომი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ქალაქ ფოთთან მდებარე გამდინარე ტბაა, რომელიც ზღვის დონიდან 0.3 მეტრით დაბლა მდებარეობს. 

ტბის ზედაპირის ფართობია 18,2 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4 მ, საშუალო სიღრმე - 2,6 მ. ტბა წვიმის წყლითა და შენაკადებით საზრდოობს.

წყლის ტემპერატურა ივლის-აგვისტოში, საშუალოდ, 250C-ია, ზამთარში, საშუალოდ 5 0C. 

თევზის სახეობები

პალიასტომის ტბა კოლხეთის დაცული ტერიტორიების ნაწილია, და მისი ადმინისტრაციის სპეციალური ნებართვით, 

ტბაზე დაშვებულია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა, ასევე

თევზჭერა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით.

პალიასტომის ტბაზე გავრცელებული თევზის სახეობები და თევზჭერის ვადები:

 

  • ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე

  • შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე

  • შამაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე

  • მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე

  • კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე

  • ლოქო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე და 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე

  • ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე

  • მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე

  • შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე

მთელი წლის განმავლობაში დაშვებულია თევზჭერა კეფალისებრთა

ოჯახის სახეობებზე.

პალიასტომის ტბაზე აკრძალულია:

თევზის რეწვა პალიასტომის ტბაზე და ნათხარებში მოსასმელი ბადის გამოყენებით, რომლის სიგრძე 200 მეტრზე მეტია, თვლის ზომა არანაკლებ 22 მმ-ია;

კეფალის (ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბასა და ნათხარებში მოსაყრელი ბადით, რომლის სიგრძე 350 მეტრზე მეტია და თვლის ზომა არანაკლებ 22 მმ-ია; 

მოსასმელი და მოსაყრელი პრინციპით ბადეების გამოყენება და ისეთი ბადეების ჩადგმა, რომელთა სიგრძე 200 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა – 20 მილიმეტრზე ნაკლები. ამასთანავე, ჩასადგმელი ბადის სიმაღლე 3 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

 

საყურადღებო ინფორმაცია

პალიასტომის ტბაზე სათევზაოდ გაითვალისწინე ამინდის პროგნოზი, ვინაიდან ძლიერი ქარის პირობებში პალიასტომის ტბისთვის დამახასიათებელია ძლიერი ღელვა.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა