საღამოს ტბის საშუალო სიღრმე 1,6 მ-ია, მაქსიმალური - 2,3 მ. ლურჯად მოლივლივე ტბა და მისი ტყიან-მინდვრიანი სანაპიროები წლის ნებისმიერ დროს ლამაზი სანახავია.
ეს შესანიშნავი ადგილია სათევზაოდ და ბუნებაში დასასვენებლად.
საღამოს ტბაში შემდეგი სახეობის თევზი ბინადრობს: კალმახი, კობრი, რიპუსი, ქაშაპი, წვერა.
საღამოს ტბაში ბინადრობს თევზის სახეობა ჭაფალა (რიაპუშკა), რომლის დაჭერა ზამთარშიც შესაძლებელია.
თევზჭერა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ ტბებზე 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილების - „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ - შესაბამისად რეგულირდება.
ტბის ირგვლივ მშვენიერი საბანაკე ადგილებია. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო, სადაც თევზსაშენი აუზები აქვთ. სოფელში შუა საუკუნეების (X-XV სს) ოთხი ბაზილიკაც დაგაინტერესებს, რომლებიც ტბის გასწვრივ, საავტომობილო გზის გაყოლებით მდებარეობს.