არქიტექტურა უნიკალურია, ის დარბაზული ტიპის ეკლესიაა და შირიმის თლილი ფილებითაა ნაგები, ასევე, ნახევრად ცილინდრული კამარითაა გადახურული. ნაგებობის ფასადები სადაა. ერთი ვერსიით, ის XI საუკუნის მიწურულს მეფის მხატვარმა თევდორემ მოხატა, მეორე ვერსიით კი, ტაძარი უფრო გვიან მოიხატა. აქ მოხატული იყო გარე ფასადიც, რაც მხოლოდ სვანეთისთვისაა დამახასიათებელი. მთავარანგელოზის ეკლესიის ფრესკების ძირითადი თემატიკაც მთავარანგელოზს უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა დღეს მოხატულობის კვალი მხოლოდ სამხრეთის ფასადზე ალაგ-ალაგ არის შემორჩენილი.
2006 წელს ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.