KA

კაიაკინგი აჭარისწყალზე

აჭარისწყალზე კაიაკინგის  მარშრუტი სამი სექციისგან შედგება. 
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხულო

მდინარის სირთულის კატეგორია

მდინარე აჭარისწყლის სირთულის კატეგორიაა 3-4.

ადგილმდებარეობა

აჭარისწყალზე კაიაკის მარშრუტი ხულოს კანიონს გაივლის. ხულო აჭარის მაღალმთიანი რეგიონია. ის ზღვის დონიდან 930 მ-ზე მდებარეობს და ქალაქ ბათუმიდან 88 კმ-ითაა დაშორებული. 

მდინარე

მდინარე აჭარისწყალი არსიანის ქედზე იღებს სათავეს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2000-2500 მ-ია. მდინარის სიგრძე 90 კმ-ია; აჭარისწყალზე რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურია აშენებული, მათზეა დამოკიდებული მდინარის წყალუხვობა. 

მარშრუტი

პირველი სექცია იწყება სოფელ დიაკონიძეებთან, ზღვის დონიდან 800 მ-ზე და სრულდება მდინარე აჭარისწყლისა და მდინარე სხალთის შესართავთან, ზღვის დონიდან 710 მ-ზე;

პირველი სექციის სიგრძე 3 კმ-ია, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 90 მ, სირთულის კატეგორია - 4 (უკიდურესად რთული, გრძელი და რთული რეპიდები, ციცაბო ვარდნები, დიდი ქვები);

მეორე სექცია იწყება სოფელ ჩაოსთან, ზღვის დონიდან 580 მ-ზე და სრულდება სოფელ შუახევში, ზღვის დონიდან 440 მ-ზე. მარშრუტს სამანქანო გზა მიუყვება.

მეორე სექციის სიგრძე 8 კმ-ია, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 140 მ, სირთულის კატეგორია 3-3+ (რთული,  მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები);

მესამე სექცია იწყება სოფელ დანდალოსთან, ზღვის დონიდან 320 მ-ზე  და სრულდება სოფელ გობრონეთთან, ზღვის დონიდან 260 მ-ზე. 

მესამე სექციის სიგრძე 7 კმ-ია, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 60 მ, სირთულის კატეგორია - 3 (რთული, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები);

მარშრუტის სეზონურობა

მდინარე აჭარისწყალზე კაიაკინგი შესაძლებელია აპრილიდან ივნისამდე და ოქტომბერში. 

მეორე და მესამე სექციაზე - მარტიდან ივნისის დასაწყისის ჩათვლით, ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისის ჩათვლით.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

სოფელ დიაკონიძეებში დაბა ხულოდან მაღალი გამავლობის ავტომობილით მიხვალ. მანძილი 4 კმ-ია.

უსაფრთხოება 

კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში  მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა