„კურკოვუდსის“ საცხენოსნო ტურები ინდივიდუალურად, სტუმრის სურვილითა და მისი გამოცდილების გათვალისწინებით დგება და ძირითადად ერთიდან ექვს საათამდე გრძელდება.
მარშრუტები უმეტეს შემთხვევაში დუშეთის ირგვლივ, ულამაზეს ბუნებაში ტრიალებს, თუმცა სხვაგან წასვლაც შესაძლებელია.
ცხენებით სეირნობის შემდეგ სტუმრები „კურკოვუდსის“ მყუდრო გარემოში ბრუნდებიან, სადაც მასპინძლები უგემრიელესი ქართული კერძებით და მათივე ექსკლუზიური თაფლის დისტილატით უმასპინძლდებიან. მეტიც, თაფლის დისტილატის დამზადებაში თავადაც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა.
Kurko Woods-ის მისამართია ქალაქი დუშეთი, გიორგი სააკაძის №37.
თბილისიდან დუშეთში საავტომობილო გზით დაახლოებით 90 წუთში ჩახვალ.
საცხენოსნო კლუბი „კურკოვუდსი“ მთელი წლის განმავლობაში მუშაობს.