KA
House Museum of Lado Asatiani

ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი

დასავლეთ საქართველოს ულამაზეს ნაწილში, ლეჩხუმში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო, 26 წლის ასაკში გარდაცვლილი ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი მდებარეობს.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ცაგერი

რას ნახავ ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში?

სამსაუკუნოვანი ისტორიის ხის ლეჩხუმური ოდა ცაგერის მუნიციპალიტეტში, მწვანეში ჩაფლულ პატარა სოფელ ბარდნალაში დგას. როცა მდელოზე გაჭრილ ბილიკს გაივლი, კიბის ოთხ საფეხურსაც დაფარავ და რიკულებიანი აივნიდან არემარეს გადახედავ, აღარ გაგიკვირდება, როგორ ლაგდებოდა სიტყვები პოეტის ნათქვამში ისე, რომ ყველას გულებში შეეღწია.  

ლადო ასათიანს აქაურობა განსაკუთრებით უყვარდა და ეს სიყვარული მის ლექსებშია შემონახული. ახლა უკვე ბავშვობის სახლი ინახავს პოეტის ხანმოკლე ცხოვრების ამბავს, იმ 26 წელს, 1927-იდან 1943-ამდე, სანამ ტუბერკულოზით დაავადებული სიცოცხლეს გამოესალმებოდა.   

მუზეუმში დაცულია პოეტთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები. კედელზე ლადოს ცხოვრების ამსახველი ფოტოებია გამოფენილი. აქ ნახავ მის საყვარელ ნივთებს, ხელნაწერ ლექსებს, ჭურჭელსა და საოჯახო ფოტოებს. მთავარ ოთახში დგას ხის ტახტი, რომელიც ლადოს ბაბუის მამის გამოთლილია. პოეტმა ამ ტახტს ლექსიც კი მიუძღვნა. 

ძველი ხის სახლის ფანჯრიდან მშვენიერი ხედი იშლება. ფანჯარასთან დგას პოეტის სამუშაო მაგიდა, რომელიც, ვინ იცის, ლადოსა და მუზების რამდენი გასაუბრების მომსწრეა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა