KA

ლაშქრობა კარწახის ტბაზე

კარწახის ტბა, საინტერესო ადგილია თევზაობისა და ფრინველებზე დაკვირვებისთვის. ტბისკენ მიმავალი საფეხმავლო ბილიკები კი მარტივი სირთულისაა. ტბა ზღვის დონიდან 1799 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ფართობი 26,3 კმ²-ია, სიღრმე კი ერთ მეტრს აღწევს.

რას ნახავ კარწახის ტბაზე?

კარწახის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი საქართველოს ფარგლებშია, სამხრეთ-დასავლეთი კი - თურქეთის ტერიტორიაზე. 

სადაც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრია. ადგილზე შეგიძლია იქირაო კარავი, საძილე ტომარა, ველოსიპედი, ელექტროველოსიპედი, ცხენი, თხილმარი (თოვლის ფეხსაცმელი). აქ ინსტრუქტაჟსაც ჩაგიტარებენ და რუკასაც მოგცემენ.

ხომ არავინ ყოფილხართ კარწახზე? აქტიურობს თევზი? - აი, ასეთი კითხვა რომ გაჩნდება მეთევზეთა ფორუმებზე, ეს ნიშნავს, რომ კობრზე თევზაობის სეზონი იწყება. თუ ზაფხულში ახვალ სათევზაოდ, დაჭერილ თევზს აქვე, კოცონზე შეწვავ, ღამის გასათევად კი კარავს გაშლი.

სექტემბრიდან უკვე ცივა - ეს ხომ ჯავახეთია, საქართველოს ანტარქტიდა. თუმცა სიცივეში კობრი თუ ვერა, შეიძლება კარჩხანა ამოიყვანო.

კარწახის ტბა, ისევე როგორც მთელი ჯავახეთი, სამოთხეა ფრინველებზე დასაკვირვებლად - აქ არიან როგორც მკვიდრი ფრინველები, ისე ზაფხულის სტუმრები. საქართველოში მხოლოდ კარწახის ტბაზე ბუდობს ხუჭუჭა ვარხვი (Pelecanus crispus) - ეროვნული სტატუსით საფრთხეში მყოფი სახეობა.

დეკემბრიდან ოთხი თვით ტბა ყინულით დაფარული დაგხვდება. ეს უკვე თოვლის თხილმარებით (ფეხსაცმელებით) ლაშქრობის პერიოდია - ფრთხილად უნდა იყო, ამ დროს გზა მოლიპულია. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა