KA
Legends Tskaltubo Spa Resort

„ლეგენდს წყალტუბო სპა რესორტს"

ყოველდღიური რუტინით გადაღლილი განსატვირთად, სამკურნალოდ და დასასვენებლად წასვლას თუ სადმე გადაწყვეტ, კურორტ „ლეგენდს წყალტუბო სპა რესორტს“ უნდა ესტუმრო. საოცარ ბუნებაში განთავსებული სასტუმრო არაერთი სახის გამაჯანსაღებელ და სამკურნალო პროცედურას გთავაზობს. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს კომპლექსი ყოფილი სამხედრო სანატორიუმია , სადაც სტალინი ისვენებდა ხოლმე. მის ერთ-ერთ პირველ კორპუსში დღემდეა შემონახული სტალინის კუთვნილი ოთახი , კაბინეტით, სააბაზანოთი და აივნით.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

რა პროცედურებს გთავაზობს „ლეგენდს წყალტუბო სპა რესორტი“?

„ლეგენდს წყალტუბო სპა რესორტი“ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვისათვის საუკეთესო ადგილია.  

გამაჯანსაღებელი პროგრამის ფარგლებში, ადგილზე კვალიფიციური ექიმი პერსონალურად შენთვის შეადგენს გეგმას. ბალნეოსერვისებში (წყარო 6 და 1) რადონის წყლის პროცედურებია, დაავადებათა ჩამონათვალი კი, რის მკურნალობასაც აქ შეძლებ, საკმაოდ დიდია და მათ შორისაა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მკურნალობა. ეს ადგილი შესანიშნავია მათთვისაც, ვისაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, გინეკოლოგიური პრობლემები და კანის სხვადასხვა დაავადება აწუხებს. 

აქ, ჯანმრთელობასთან ერთად, სილამაზეზე ზრუნვაც შესაძლებელია და შეთავაზება ვრცელდება როგორც ქალბატონებზე, ისე მამაკაცებზე. პროცედურები მოიცავს სახის, თავისა და ტანის მასაჟებს, სახის სხვადასხვა ნიღაბს, მკვდარი ზღვისა და ტალახის პროცედურებს, წყალქვეშა მასაჟსა და სპა კაფსულს, ასევე ტაილანდური მცენარეების მასაჟს. თუკი ანტიცელულიტური პროგრამით დაინტერესდები, გაითვალისწინე, რომ ის, უახლესი ევროპული წარმოების ლიმფოდრენაჟით ჩატარებულ პროცედურასთან ერთად, ანტიცელულიტური კრემებით მასაჟსაც მოიცავს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა