KA
Madatapa Lake Managed Reserve

მადათაფის ტბის აღკვეთილი

მადათაფის ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის ფოტოგრაფების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, რადგან აქ ზაფხულობით უამრავი მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველი იყრის თავს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ნინოწმინდა

მადათაფის ტბის გამორჩეული ბუნება

მადათაფის ტბის აღკვეთილი, რომლის საერთო ფართობიც 320 ჰექტარია, გამორჩეულია ველური ბუნების მრავალფეროვნებით. ჯავახეთის დაცული ტერიტორიის ამ მონაკვეთს გაზაფხულისა და შემოდგომის მიგრაციისას, დასასვენებლად და საკვების მოსაპოვებლად  20,000-ზე მეტი ფრინველი იყენებს.

ტბის ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში თავს იყრიან გადამფრენი და ადგილობრივი ფრინველები. მათ შორის: ვარდისფერი ვარხვი, ქოჩორა ვარხვი, წითელთავა ყვინთია, რუხი წერო, წყალმცურავი ფრინველები. აღნიშნულ  ტერიტორიაზე ბუდობს: 1-2 წყვილი რუხი წერო, 30-50 წყვილი წითელთავა ყვინთია და 1000-1200 წყვილი სხვადასხვა სახეობის წყალმცურავი ფრინველი. 

როგორ შეძლებ მადათაფის ტბაზე ფრინველებზე დაკვირვებას?

ფრინველებზე სათვალთვალო კოშკი მადათაფის კონცხის შემაღლებაზეა მოწყობილი. ტბის ირგვლივ მთიანი ლანდშაფტია, თავად ტბა კი ზღვის დონიდან 2,100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

მადათაფა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიაა და მას რამსარის კონვენცია იცავს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა