KA
Melouri Cave Natural Monument – An Outstanding Natural Monument of the Imereti Region

მელოურის მღვიმე

მელოურის კარსტული მღვიმე საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვილიშორთან მდებარეობს.  
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

მღვიმეში ფართო და მაღალჭერიან დარბაზებს ნახავ. ისინი მდიდარია დიდი ზომის სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით, კალციტის ქერქით, ნაღვენთი კედლებითა და მოფარდაგებებით.  

ქვედა სართულებზე ჰელიქტიტებია. ღია მოყავისფრო ნაღვენთები გარემოს თავისებურ ელფერს აძლევს. მღვიმეში ტალახის სტალაგმიტებსაც ნახავ. ჰაერის მკვეთრ მოძრაობას კი ვიწრო ნაპრალებსა და ქვედა სართულზეც შენიშნავ.   

მღვიმის ჩასასვლელი ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე იხსნება, რომლის სიღრმეც 8-10 მეტრია და 15 მეტრ სიღრმემდე ეშვება - გიგანტური კირქვის ნაზვავარ ლოდებში. 

ვრცელი დარბაზების ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძის კანიონისებური ხეობაც შეგხვდება. აქ წყლის მუდმივი ნაკადი გაედინება. ეს კანიონში ჩქერებს, ჩანჩქერებსა და სიფონურ ტბას წარმოქმნის. 

გაითვალისწინე, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვეის აღება იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისგან.

მღვიმეში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა