კვირეულის დღეებში საკუთარ კოლექციებს ისეთი ცნობილი ქართული ბრენდები წარმოადგენენ, როგორებიც არიან - Materiel, AVTANDIL, George Keburia, Bessarion, ANOUKI, Lado Bokuchava, Le Mocassin Zippe, Aka Prodiashvili, Ingorokva და Lako Bukia. ეწყობა უცხოელი თუ ადგილობრივი დამწყები დიზაინერების ჩვენებებიც.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ცნობილი გამოცემების ჟურნალისტებიც აშუქებენ, მათ შორის - Elle, Vogue, L’Officiel Paris, The Times და Business of Fashion. სოციალურ ქსელებში კი მოდის კვირეულზე პოპულარული მოდის ბლოგერებიც საუბრობენ.
აქ ბაიერები London College of Fashion, Albright Fashion Library და MACONDO-დანაც კი ჩამოდიან. აგრეთვე, ცნობილი ფოტოგრაფები და უბრალოდ მოდის მოყვარული ადამიანები.
მაისსა და ნოემბერში, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დიდი დღესასწაულია და თუ მასზე დასწრებას გადაწყვეტ, შეიძლება შენს გარდერობს ახალი, გემოვნებიანი სამოსიც შეემატოს, საქართველოსთვის ძვირფასი წარწერით - Made in Georgia, თუნდაც ჯერჯერობით უცნობი დიზაინერის კოლექციიდან.