KA

ლაშქრობა: მესტია-ჭალაათის მყინვარი

ჭალაათის მყინვარი საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა - 1850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მისი დალაშქვრა მარტივია. სალაშქრო მანძილი წინ და უკან 16 კმ-ია, ხანგრძლივობა კი - 4-6 საათი.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

მარშრუტის სპეციფიკა

მარშრუტი მესტიიდან იწყება. თავიდან მანქანით 20-წუთიან გზას გაივლი. შემდეგ ხის ხიდთან შეჩერდები და საფეხმავლო ბილიკით გააგრძელებ დაახლოებით 7 კმ-ს. ხიდი მდინარე მესტიჭალას სათავეზეა გადებული, სადაც ლეხზირისა და ჭალაათის მყინვარებიდან გამომავალი მდინარეები უერთდება ერთმანეთს. 

მდინარე მესტიაჭალის გადავლის შემდეგ ულამაზეს ხეობას გაუყვები და ჭალაათის მყინვარის ენას დაინახავ, რომელიც ზღვის დონიდან 1960 მეტრზე ჩამოდის. მყინვარი საზრდოობს უშბის, ჩათინისა და ბჟედუხის ფერდობებზე ჩამონადენი ნაკადებით. მყინვარის ზედაპირზე 3 ყინულჩანჩქერია, რომელთაგან ყველაზე დიდი 300 მეტრი სიმაღლისა და 700 მეტრი სიგანისაა. 

ჭალაათის მყინვარი მუდმივად ლღობის პროცესშია და ქვები ცვივა. ამიტომ მყინვარის ენასთან მიახლოება შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს, თუმცა ყინულჩანჩქერები შორიდანაც არანაკლებ შთამბეჭდავია. 

თუ მყინვარის ენისკენ წასვლას გადაწყვეტ, ამისთვის აუცილებელია ალპინისტის აღჭურვილობა და გამოცდილება.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა