KA
Mzovreti Monastic Complex

მზოვრეთის სამონასტრო კომპლექსი

მზოვრეთის სამონასტრო კომპლექსი მთის წვერზე, უძველესი ციხის კედლებში მდებარეობს, სადაც წითელი კრამიტით გადახურული სახურავები, სართულები, იარუსები, ფერადი ყვავილებით მორთული ეზო, ქვების საბანში გამოხვეული წყალსაცავი და ხეობის განსაკუთრებული მშვენიერება დაგხვდება.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
ქარელი

მზოვრეთის სამონასტრო კომპლექსის ისტორია და სტრუქტურა

სიტყვა „მზოვრეთი“ საზუერედან არის ნაწარმოები, რაც ზუერის ადგილს - საბაჟოს ნიშნავს. XIV-XVII საუკუნეებში, შიდა ქართლის თავადებს, ციციშვილებს თავიანთი რეზიდენცია სამწვერისიდან აქ გადმოუტანიათ და მზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად უქცევიათ. კომპლექსის შემადგენლობაშია: ეკლესია, სამრეკლოს კოშკი, ციხე-დარბაზი, სასახლისა და საცხოვრებელ-სამეურნეო ნაგებობებისგან შემორჩენილი ნაშთი.

გალავნის შიგნით მდგარი ეკლესია დარბაზული ტიპისაა და XVII საუკუნით თარიღდება. მის ასაგებად ნატეხი ქვაა გამოყენებული. ხუროთმოძღვარს ტაძრის შესასვლელი კარი დასავლეთიდან დაუყენებია, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში კი თითო სარკმელი ჩაუყოლებია. ეკლესიის საკურთხეველი გვიანდელი მასიური ქვითაა გამოყოფილი. 

XVIII საუკუნეში ტაძრის დასავლეთით სამსართულიანი სამრეკლო აუშენებიათ, რომელსაც თავდაცვითი ფუნქციაც ჰქონია შეთავსებული. შესაბამის მტკიცებულებას მეორე სართულზე  აღმოაჩენ, სადაც მცველის საცხოვრებელსაც შეხვდები. 

როდესაც კომპლექსის ყველა ნაწილს გულდასმით დაათვალიერებ, მიხვდები, რომ ეს დიდი ისტორიული თავგადასავალი არასდროს დაგავიწყდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა